19 ივნისს ბათუმში „ლიბერალურმა აკადემია თბილისმა“ ჩაატარა ვორქშოფი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ადგილობრივი მულტიპლიკატორების აღჭურვა ისეთი უნარ-ჩვევებითა და ცოდნით, რაც მათ რადიკალური, ძალადობრივი და ექსტრემისტული იდეებისა და აქტორების მიმართ რეზისტენტობის განავითარება-გაზრდაში დაეხმარება.

ღონისძიება განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სახელწოდებით „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მონაწილეობის გაზრდა დემოკრატიული განვითარების პროცესში და ანტილიბერალური პოპულიზმის მიმართ საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება”. პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული რეფორმირების პროცესის ხელშეწყობას და საზოგადოების რეზისტენტობის გაზრდას რადიკალური, ძალადობრივი და ექსტრემისტული იდეებისა და აქტორების მიმართ.