ღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა მკაცრად გმობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.

ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი მხოლოდ ართულებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს კი მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ აქცევს.

“მელიას დაპატიმრება პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას და საბოლოოდ გამოიწვევს არსებული ვითარების შემდგომ ესკალაციასა და დაზარალებას”, — ნათქვამია განცხადებაში. 

პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა აღნიშნავენ, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და კომპრომისებია საჭირო.

ისინი მოითხოვენ, ნიკა მელიას გათავისუფლებას და დიპლომატიური კორპუსის მედიაციით პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას. ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ განხილულ უნდა იქნეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ამასთან, უნდა შემუშავდეს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი, რაშიც სამოქალაქო საზოგადოება და კოალიციები იქნებიან ჩართულნი. 

პრესკონფერენცია გაშუქდა მედია საშუალებსა და ინტერნეტ პორტალებში.

დეტალურად იხილეთ აქ.

დამატებითი ბმულები:

https://palitranews.ge/video/samokalako-sazogadoebis-forumis-mmartveli-komiteti-da-sakartvelos-erovnuli-platforma-politikuri-krizisis-mosagvareblad-da-situatsiis-deeskalatsiistvis-konkretul-nabijebs-asakhelebs?fbclid=IwAR1opPDjQNgmnX6oz6BojUImFfyRcwTZsHIlREB95FKAGbodT0p8YMQXHqc

https://rustavi2.ge/ka/news/192015?fbclid=IwAR0fNByldfS2rURb3Uk9XazGAIRD2ggRAjIAl8Qifo7IuCnblgxUhzhSVZs