28 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერიტეტში, ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „პოპულიზმი და ანტილიბერალური განწყობები საქართველოს რეგიონებში“, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიებაზე ისაუბრეს ლიბერალური განწყობების შესახებ. განიხილეს როგორც მთლიანად საქართველოში არსებული ვითარება, ისე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.
შეხვედრა ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „საზოგადოების რეზისტენტობის გაძლიერება პოპულიზმის, ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართ“, ფარგლებში მოეწყო.
საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.