აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა მკაცრად გმობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას 2021 წლის 23 თებერვალს თბილისში. 

23 თებერვლას გამთენიისას, საქართველოს პოლიცია შეიჭრა „ენმ“-ის სათაო ოფისში მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად, რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციის ლიდერები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აქტივისტები და მოქალაქეები. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებასაპროტესტებენ. პოლიციამ ნიკა მელია პარტიის შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

აღნიშნულმა დაპატიმრებამ დააგვირგვინა მოვლენათა ციკლი, რამაც სერიოზულად გააღრმავა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი. 2021 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2019 წლის ზაფხულში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დროს “ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის“ დაწესებული გირაოს ნაცვლად. მეორე დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გადადგა პარტიის წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით. შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მელიას დაკავების გადადების შესახებ. თუმცა, 22 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, ახალმა მთავრობამ დაუყოვნებლივ წამოაყენა ამ საკითხთან მიმართებით მკვეთრი და პოლარიზებული პოზიცია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა თანხმდებიან, რომ აღნიშნული ნაბიჯი მხოლოდ ართულებსსაქართველოში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს კი მნიშვნელოვანი  ზეწოლის ქვეშ აქცევს. მელიას დაპატიმრება პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას და საბოლოოდ გამოიწვევს არსებული ვითარების შემდგომ ესკალაციასა და დაზარალებას.

მრავალი წლის განმავლობაში საქართველო იყო დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურა რეგიონში და ევროპული ინტეგრაციის ჩემპიონი მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ავტორიტარული პრაქტიკის მიმართულებით ასეთი აშკარა უკუსვლა არ უწყობს ხელს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ. საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის კომპრომისები, რომლებიც ხელს შეუწყობენ კონსტრუქციული ვითარების  შექმნას შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის კრიზისის დასაძლევად.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული პლატფორმა გვთავაზობენ შემდეგ ნაბიჯებს სიტუაციის დეესკალაციისა და კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების დასაცავად:

  • სასწრაფოდ გათავისუფლდეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია;
  • გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი დიპლომატიური კორპუსის მედიაციით;
  • განხილულ იქნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა;
  • მოლაპარაკებებში ჩართული პოლიტიკური აქტორების მიერ განისაზღვროს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს:
    • ა) კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებისთვის,მათ შორის ძალაუფლების გადანაწილებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის
    • ანგარიშვალდებულების ეფექტური მექანიზმების დანერგვისათვის ხელშეწყობას.
  • დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი შემუშავდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კოალიციების ფართო მონაწილეობით.