22 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორმა და ორგანიზაციის მკვლევარებმა წარმოადგინეს, პროექტის “ანტი–ლიბერალური პოპულიზმი და რუსული გავლენის საფრთხე საქართველოს რეგიონებში 2019“, ფარგლებში ჩატარებული კვლევის „ანტი-ლიბერალური განწყობები საქართველოს სამ რეგიონში“, პრეზენტაცია.
კვლევა წარადგინეს ავტორებმა:
- ლაშა ტუღუშმა
- ალექსანდრა კალატოზიშვილმა
- მალხაზ გაგუამ
პრეზენტაციას ესწრებოდნენ და კვლევის შედეგების განხილვაში მონაწილეობდნენ:
- დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
- ვახტანგ მახარობლიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
- დავით ბუჯიაშვილი – საგარო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი
- სხვადასხვა დეპარტამენტების ხელძღვანელები


