15 იანვარს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორმა და ორგანიზაციის მკვლევარებმა, ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “საზოგადოების რეზისტენტულობის გაძლიერება პოპულიზმის, ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართ”, ფარგლებში ჩატარებული კვლევის “ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მოსახლეობის განწყობები” შედეგები გააცნეს.
კვლევა წარადგინეს ავტორებმა:
ლაშა ტუღუშმა
ალექსანდრა კალატოზიშვილმა
მალხაზ გაგუამ
პრეზენტაციას ესწრებოდნენ და კვლევის შედეგების განხილვაში მონაწილეობდნენ:
თეა ახვლედიანი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
ლია გიგაური – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე