10 ოქტომბერს, თელავის სასტუმროში „სევენთინ რუმზი“, ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „პოპულიზმი და ანტილიბერალური განწყობები საქართველოს რეგიონებში“, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიებაზე ისაუბრეს ლიბერალური განწყობების შესახებ. განიხილეს როგორც მთლიანად კახეთის რეგიონში არსებული ვითარება, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.

შეხვედრა ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „საზოგადოების რეზისტენტობის გაძლიერება პოპულიზმის, ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართ“, ფარგლებში მოეწყო.

საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.