17 ოქტომბერს, ახალციხის სასტუმროში „ტაბა ჰოლი“, ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი თემაზე „პოპულიზმი და ანტილიბერალური განწყობები საქართველოს რეგიონებში“, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ ახალციხის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე განიხილეს როგორც მთლიანად ქვეყანაში არსებული ვითარება, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.
შეხვედრა ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „საზოგადოების რეზისტენტობის გაძლიერება პოპულიზმის, ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართ“, ფარგლებში მოეწყო.
ვორქშოფს უძღვებოდნენ ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.