28 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა პარტიასთან „სტრატეგია აღმაშენებელი“
მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ერთობლივი ხედვა გააცნო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა.
ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე პოლიტიკური პარტიის მხრიდან ისაუბრა პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. მან, პლატფორმის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გააცნო ქვეყნის განვითარების ის მოდელი და გეგმა, რომელიც საფუძვლად უდევს პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები. ეროვნული პლატფორმის მხრიდან, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა მესამე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, მურმან მარგველაშვილმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს გარემოს დაცვის სექტორში არსებული გამოწვევებზეც.
შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა/პასუხის რეჟიმში.
პოლიტიკური პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიის ნაწილში ჩართულები იყვნენ გუნდის წევრები:
სერგო ჩიხლაძე – პოლიტიკური საბჭოს წევრი – ჯანდაცვის საკითხები
თეონა აქუბარდია – გუნდის წევრი – თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები
გიორგი ჭაღიაშვილი – გუნდის წევრი – ენერგეტიკის საკითხები