11 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტორთან არსებულ დიპლომატიურ ინსტიტუტში, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა და ორგანიზაციის მკვლევარებმა, ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “საზოგადოების რეზისტენტულობის გაძლიერება პოპულიზმის, ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართ”, ფარგლებში ჩატარებული კვლევის “ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მოსახლეობის განწყობები” შედეგები გააცნეს.

კვლევის შედეგების, დაახლოებით, ერთსაათიანი პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

პრეზენტაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ასევე ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტიდან ესწრებოდნენ:

ლაშა დარსალია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

გიორგი ზაქარაშვილი – პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი

თორნიკე ფარულავა – ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი

ზურაბ ალექსიძე – ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

მედეა თამაზაშვილი – მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტი, ატაშე

მარიამ მამესწარაშვილი – დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი

ივლიანე ძნელაძე – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, ატაშე

თინათინ ბრეგვაძე – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

მიხეილ უკლება – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი

ნიკოლოზ რთველიშვილი – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი

გიორგი ყარალაშვილი – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი

ხატია გოგებაშვილი – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის პროექტების მენეჯერი