27 თებერვალს, ელექტორნული პლატფორმა ზუმის გამოყენებით, ლიბერალური აკადემია თბილისი-ს ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აზერბაიჯანის ეროვნული პლატფორმის წევრებთან.

შეხვედრას მოდერატორობას უწევდა ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი – ლაშა ტუღუში.

ონლაინ შეხვედრის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებული მდგომარეობის განხილვას. ისაუბრეს ქვეყნებში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და კორონა ვირუსის გავლენაზე.