30 მარტს, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა და ორგანიზაციის მკვლევარებმა, ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “საზოგადოების რეზისტენტულობის გაძლიერება პოპულიზმის, ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართ”, ფარგლებში ჩატარებული კვლევის “ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მოსახლეობის განწყობები” შედეგები წარადგინეს.
კვლევის შედეგების, დაახლოებით, ერთსაათიანი პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხუს რეჟიმში გაგრძელდა.
პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისროდან ესწრებოდნენ:
ეკატერინე დგებუაძე – მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ ქიტიაშვილი – მინისტრის მოადგილე
ნუნუ მიცკევიჩი – მინისტრის მოადგილე
ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.