2023 წლის 9 მარტს, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აჭარაში, კერძოდ ბათუმის სახელმწიგო უნივერსიტეტში. საინფორმაციო კამპანიის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ინფორმირება 12-პუნქტიანი რეკომედაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით.
თემა: 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა
დაგეგმილი ვიზიტები საქართველოს რეგიონებში მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარების, დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობას, მოსახლეობაში პროცესისადმი ლოიალობის.
საინფორმაციო შეხვედრები მიმართულია 12-ვე რეკომენდაციის ირგვლივ პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესის ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის მონიტორინგსა და შეფასებაზე, აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის ადვოკატირებაზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე ევროკომისიის მოთხოვნების არსის, საქართველოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებაზე. საგულისხმოა, რომ მოსახლეობასთან მუშაობისას ყურადღება ასევე გამახვილდება ევროპული ინტეგრაციის პოზიტიურ გავლენაზე ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, ასევე ადამიანის უფლებების დაცვაზე.