ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი, ექსპერტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ტუღუში “Aktual school”-ის ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა.

თემა: 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ინფორმირება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო პოლიტიკაზე, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესზე, აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის ადვოკატირებაზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე ევროკომისიის მოთხოვნების არსის, საქართველოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

დაგეგმილი ვიზიტები საქართველოს რეგიონებში მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარების, დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობას.