2019 წლის 28 მაისს, სასტუმრო რედისონში ორგანიზაციებმა „ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი“ და “CRRC-საქართველო” გამართეს ერთობლივი ანალიტიკური კვლევის “ანტილიბერალური პოპულიზმი და რუსული გავლენის საფრთხე საქართველოს რეგიონებში” პრეზენტაცია

ამ ნაშრომის მიზანია, შეისწავლოს საქართველოს ორი რეგიონის – კახეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობაში არსებული პოპულისტური და ანტილიბერალური ელემენტები. შესაძლოა, ეს ელემენტები რუსული პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის ქმნიდეს ნოყიერი ნიადაგს, რადგან, როგორც ცნობილია, პოპულიზმი და მასთან შესისხლხორცებული ანტილიბერალიზმი დღესდღეობით რუსული საგარეო პოლიტიკის მთავარი და ყველაზე მძლავრი იდეოლოგიური ინსტრუმენტია, რომელმაც კომუნიზმის „წითელი” იდეები ჩაანაცვლა.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ჩამოტვირთე ელექტრონული წიგნი