4 ივლისს, სასტუმროში “მუზეუმი”, გაიმართა კვლევის ” ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის საინფორმაციო სივრცე და პრიორიტეტები” შედეგების პრეზენტაცია.

კვლევა განხორციელდა და ღონისძიება დააორგანიზდა ფონდი “ლიბერალური აკადემია თბილისის” მიერ, საქართველოში ნორვეგიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციას ესწრებოდა ნორვეგიის საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენი.

მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრეებს, კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარუდგინა ფონდი “ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა.