პროექტით “მოდერნიზაცია საქართველოში: მთავარი შედეგები”, რომელიც განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური თანადგომით, ლიბერალურმა აკადემიამ წარმოადგინა სამი შუალედური ანგარიში: “საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია: დამოუკიდებლობის 20 წელი”, “სინგაპური, ესტონეთი, შვეიცარია: სამიზნე მოდელები ქართული ტრანსორმაციისათვის, და “საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემის ტრანსფორმაცია”.
სამი შუალედური ანგარიშის ანალიზში მოცემული საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითადი მახასიათებლები, ურთიერთკავშირები ეკონომიკური პარამეტრების დინამიკას, სოციალურ და ეკონომიკურ კომპონენტებსა და შედეგებს შორის და, ასევე, კვლევა იძლევა ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური ტრანსფორმაციის სრულ სურათს. პროექტის ფარგლებში მიმოიხილულია 2003 წლის “ვარდების რევოლუციიდან” საქართველოს გარდამავალი კურსი, კერძოდ, ის რეფორმები, რომლებიც ქმნის ქვეყნის “მოდერნიზაციის” დღის წესრიგს. ამ დაკვირვების მიზანი კი გახლავთ ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების გაზომვა და ანალიზი.