ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისმა (EI-LAT), გერმანიის მარშალის ფონდის შავი ზღვის ნდობის მხარდაჭერით, დაასრულა პროექტი “საქართველო – თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის 2008 წლის შეთანხმება: შედეგები ორი წლის შემდეგ”.
კვლევა შეისწავლის საქართველო-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობას ორივე ქვეყნის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში. ასევე, აკვირდება ხელშეკრულების დადებამდე და დადების შემდეგ ქვეყნებს შორის ვაჭრობის დინამიკას. პროექტის მიზანია, გამოიკვლიოს ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შედეგები, ახსნას ქვეყნების მიღწევები და გადასალახი პრობლემები, ასევე, აღწეროს თუ როგორ ხდება შეთანხმების შედეგად წარმოშობილი პოტენციური სარგებელის მაქსიმალური ათვისება.