15 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.

მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ერთობლივი ხედვა გააცნო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა.

ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე პოლიკური პარტიის მხრიდან ისაუბრა – ნიკა სამხარაძემ, კოალიციის მხრიდან კი – მომხსენებელი იყო ივანე ჩხიკვაძე.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს სასამართლო და ადმინისტრაციული სისტემა და გარემოს დაცვის სექტორში არსებული გამოწვევები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა მომხსენებელი იყო პარტიული სიის პირველი ოცეულის წევრი.

დისკუსია გაიმართა კითხვა/პასუხის რეჟიმში.