2021 წლის 10 ნოემბერს, სასტუმროში “მუზეუმი” გაიმართა კონფერენცია თემაზე „ანტი-ლიბერალური განწყობები საქართველოს რეგიონებში“. კონფერენცია ჩატარდა პროექტის „საზოგადოებრივი რეზისტენტობის გაძლიერება პოპულიზმის, ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ფონდი „ლიბერალური აკადემია თბილისის“ მიერ, კავკასიის კვლევით რესურსცენტრთან პარტნიორობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო და მოწვეულ სტუმრებს მიმართა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა მაიკა ვან კოლდამმა.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.