2011 წლის 28–30 ოქტომბერს, ბაზალეთში, ლიბერალური აკადემია თბილისმა ჰოლანდიის ლიბერალურ პარტიასა (VVD)  და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან (FNSt) თანამშრომლობით ჩაატარა ტრენინგი „ლიბერალიზმის გაკვეთილები – მედია კომუნიკაცია“, რომელიც მოიცავდა პოლიტიკური ფილოსოფიისა და მედიაკომუნიკაციის თემებს.
ტრენინგის მონაწილეები იყვნენ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან: სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.