2011 წლის 9 – 11 დეკემბერს, ბაკურიანში, ლიბერალური აკადემია თბილისისა (LAT) და ჰოლანდიის ლიბერალური პარტიის (VVD) ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სოციალური მედიის თემაზე. ტრენინგის მთავარი საკითხები ეხებოდა საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დროს სოციალური მედიის გამოყენების საუკეთესო გზების ძიებას. ტრენინგი ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებისათვის.