2012 წელს, 31 მაისიდან – 2 ივნისამდე ლიბერალური აკადემია თბილისმა ჰოლანდიის ლიბერალურ პარტიასთან ერთად ორგანიზება გაუწია ტრენინგს „ევროკავშირის გაცნობა – კომუნიკაცია, ქსელი და კოალიციის შექმნა ევროპულ პერსპექტივაში“.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ახალგზარდა წარმომადგენლები  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციებიდან.

ტრენინგის ძირითადად ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ანატომია, ევროპული ინსტიტუტები და პლატფორმები, სტრატეგიული კომუნიკაცია და სხვა.