კვლევაში განხილულია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში მიმდინარე პროცესები, გამოკვეთილია ძირითადი ტენდენციები და პროგრესთან ერთად აღწერილია ის კონკრეტული გამოწვევები, რაც კვლევის განხორციელების პერიოდში, ვიზის გამარტივების შეთანხმებისა და ევროპის სავიზო კოდექსის იპლემენტაციასთან მიმართებაში გამოიკვეთა.

საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაანალიზებულია ევროკავშირსა და შენგენის ზონასთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა და მოსალოდნელი შედეგები. კვლევა მოიცავს, როგორც გამოწვევებისა და რისკების ანალიზს, ასევე რეკომენდაციებს მათ დასაძლევად. კვლევა მომზადებულია ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

ჩამოტვირთე ელექტრონული წიგნი